საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ხადური: სავალუტო ფონდის პროგნოზს ფაქტობრივი და ლოგიკური დასაბუთება არ აქვს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, სავალუტო ფონდის პროგნოზი აბსოლუტურად მოულოდნელი იყო არა მარტო მთავრობისთვის, არამედ ფონდის ბევრი ხელმძღვანელისთვისაც. ხადურის ინფორმაციით, სავალუტო ფონდი პროგნოზის დაზუსტებაზე მუშაობს.

"მე ვაშინგტონში ვიყავი, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი გამოქვეყნდა, რაც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო არა მარტო ჩვენთვის, არამედ ფონდის ბევრი ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებით უმუშევრობის ნაწილში. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არანაირი არც ფაქტობრივი, არც ლოგიკური დასაბუთება ამ პროგნოზს არ გააჩნია. შესაბამისად, სავალუტო ფონდი მის დაზუსტებაზე მუშაობს", - განაცხადა ხადურმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეუმცირა. ფონდის ვარაუდითვე, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 17.3%-მდე გაიზრდება.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის ბოლოს უმუშევრობის მაჩვენებელი 15% იყო. 2012 წლის მეოთხე კვარტლიდან 2013 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით 42 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა.

კომენტარები