გადაცემა ამაოების ბაზარი

დავით პაიჭაძის გადაცემა ამაოების ბაზარი ტაბულას ეთერში დღეს 23 საათზე გავა

დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა ”ამაოების ბაზარი” ტაბულას ეთერში პირველად დღეს 23 საათზე გავა. წამყვანი კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე სტუმრებთან ერთად ყოველ სამშაბათს ისაუბრებს.

დღეს გადაცემის სტუმარი მიშა მშვილდაძე იქნება. რადიო 105-ის, რამდენიმე ფილმისა და სერიალის, ამჟამად კი სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერი ქართულ კულტურასა და სოციალურ გარემოში სწორედ ჩემი ცოლის დაქალების მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

ჟურნალისტმა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით პაიჭაძემ ტელეკომპანია ტაბულას შეთავაზება საავტორო გადაცემის წაყვანის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მისი საავტორო გადაცემა დიალოგი დავით პაიჭაძესთან დაიხურა.

კომენტარები