საოკუპაციო ხაზი

სტივენ ჰეიკენი: USAID აგრძელებს საქართველოს დახმარებას

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს სტივენ ჰეიკენს შეხვდა. ნარმანიამ ჰეიკენს საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში არსებული ვითარება გააცნო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სტივენ ჰეიკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მავთულხლართებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

"მოვისმინეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც სოფლებში ხდება. გავეცანი, რა პრობლემები არსებობს ამ ეტაპზე. USAID აგრძელებს დახმარებას და იმ პროგრამების განხორციელებას, რაც აქამდე იყო. თუ საჭირო გახდება, სხვა მიმართულებითაც დავეხმარებით საქართველოს მთავრობას. ეს შეეხება ირიგაციისა და სხვადასხვა სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამავე დროს, მნიშვნელოვანია მცირე კონსტრუქციის შენობების საკითხიც, რაშიც USAID ასევე შეძლებს დახმარებას", - განაცხადა სტივენ ჰეიკენმა.

კომენტარები