კეზერაშვილის საქმე

შოთა მინდელი კეზერაშვილის ექსტრადირებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს

დავით კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის განცხადებით საფრანგეთში მყოფი ადვოკატები, ყოფილი მინისტრისათვის 40-დღიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებენ - ამის შესახებ, მინდელმა გადაცემა ფოკუსში ისაუბრა. შოთა მინდელმა კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

"ძალიან ძნელია დღეს ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფრანგული მართლმსაჯულება და კონკრეტული მოსამართლე, მაგრამ მე როგორც იურისტს შემიძლია ვიმსჯელო იმ პრაქტიკით, რაც დღემდე მომხდარა ფრანგულ მართლმსაჯულებაში. თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ. მთავარი არგუმენტი რაც ოპტიმისტურად განმაწყობს არის ის, რომ ის მუხლები, რომლებსაც პროკურატურა უთითებს და ითხოვს კეზერაშვილის ექსტრადირებას საქართველოში, გახლავთ ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებული და არ მიუთითებს რაიმე ძალადობრივ ბრალზე. შესაბამისად, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ ფრანგული მართლმსაჯულება დაეთანხმოს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნას მის გადმოცემასთან დაკავშირებით. ამიტომ, პროკურატურას ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოუხდება, რომ დაარწმუნოს ფრანგი მოსამართლე კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით," - განაცხადა შოთა მინდელმა.

კომენტარები