ირანის ბირთვული პროგრამა

ირანის წარმოდგენილ გეგმას დასავლეთი დიდი სიფრთხილით განიხილავს

thehackernews.com

ჟენევაში გამართული ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკება დასრულებულია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპს 7-8 ნოემბერს გამართავენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, ირანულმა მხარემ წარმოადგინა გეგმა, რომელსაც დასავლეთი დიდი სიფრთხილით განიხილავს. ეშტონის თქმით, ექსპერტების შეხვედრა ბირთვულ პროგრამასა და ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით შემდეგ მოლაპარაკებამდე გაიმართება.

ჟენევის შეხვედრებს თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯეი კარნიც გამოეხმაურა და ირანის მიერ წამოყენებულ წინადადებებს ძალიან სასარგებლო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებას რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამად ზარიფის თქმით, ორივე მხარე სერიოზულადაა განწყობილი პრობლემის გადაწყვეტის საკითხში და ირანი მზადაა, ურთიერთგაგების ახალ ეტაპზე გადავიდეს. ზარიფმა ასევე აღნიშნა, რომ ირანს აქვს უფლება, გამოიყენოს ბირთვული ტექნოლოგიები მშვიდობიანი მიზნებისთვის.
ირანის დელეგაციის მიერ წარმოდგენილი გეგმის დეტალები ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

 

 

 

კომენტარები