საპრეზიდენტი არჩევნები 2013

ლომჯარია: პრემიერის ნათქვამში მინიშნებაა, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს

ნინო ლომჯარია
რადიო "თავისუფლება"

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებას ამომრჩეველზე ზეწოლად აფასებს. ლომჯარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამში არის იმის მინიშნება, რომ არჩევნები პირველივე ტურში უნდა დასრულდეს.

"როცა პრეზიდენტობის კანდიდატი მეორე ტურში გადადის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა მას არჩევნებში მხარი დაუჭირა, ამიტომ ვფიქრობ, არ არის სწორი, თუკი წინასწარ იქნება გაცხადებული, რომ ნდობაგამოცხადებული კანდიდატი შემდგომში, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყვის. ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საარჩევნო პროცესს და, გარკვეულწილად, ამომრჩეველზე ზეწოლადაც შემიძლია განვიხილო, რადგან ერთგვარი მინიშნებაა, რომ არჩევნები პირველივე ტურში უნდა დასრულდეს", - თქვა ლომჯარიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ დარწმუნებულია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა საჭირო არ იქნება. თუმცა, მისივე თქმით, მეორე ტური რომ შედგეს, მარგველაშვილს ურჩევდა, მასში მონაწილეობა არ მიიღოს.

კომენტარები