რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

მარგველაშვილი: ვახერხებთ ეფექტურად დავწიოთ მაღალი ტემპერატურა რუსეთთან

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ქართული ოცნების პრეზიდნეტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში საარჩევნო დებატებში მონაწილეობისას, საქართველოს ევროინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ისაუბრა.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ინტეგრაცია ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამ პრიორიტეტის პარალელურად ჩვენ ვახერხებთ, რომ უაღრესად ეფექტურად დავწიოთ ის ძალიან მაღალი ტემპერატურა და ის ძალიან მაღალი პრობლემური დონე, რაც არის რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ურთულესი მუშაობა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ დაგვეწყო რუსეთის ფედერაციასთან საგანგებო ურთიერთობები სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით. ამის პარალელურად, ჩვენ არ დავაკელით ინტენსივობა ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტს, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უნდა მოხდეს. 

"ჩვენ ბევრად უფრო იოლად ვახერხებთ ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობას და ინტეგრაციას, ვიდრე წინა ხელისუფლება", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები