27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ბაქრაძემ დებატებისას ქართული ოცნების შეუსრულებელი დაპირებების სია გაშალა

დავით ბაქრაძე დებატებისას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პირველ არხზე საპრეზიდნეტო დებატებისას გაშალა გრძელი სია იმ დაპირებებისა, რომელიც, მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

"მე არ მიხარია, რომ ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობენ უარესად და არა უკეთესად, რისი იმედიც მათ ჰქონდათ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ შესრულდებოდა ის დაპირებები, რომელიც შარშან მრავლად გასცა ქართულმა ოცნებამ და, სამწუხაროდ, 84 დაპირებიდან 76 არის შეუსრულებელი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის მზად არის მთავრობასთან ერთად იმუშაოს სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევაზე.

დავით ბაქრაძის მოსაზრებით, აღნიშნული შედეგის მისაღწევად სამი რამის გაკეთებაა საჭირო: გადასახადების დაწევა, რეგულაციების შემცირება და ეკონომიკური დანაშაულებების ამნისტია.

კომენტარები