საარჩევნო დებატები

მარგველაშვილი თარგამაძეს: ცოტა ხანი მოისვენე, თორემ მოგასვენებ

პირველი არხის ეთერში მიმდინარე საპრეზიდენტო კანდიდატთა დებატებისას ქრისტიან-დემოკრატების პრეზიდეტობის კანდიდატმა ქართული ოცნების კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს ჰკითხა, თუ რატომ არ უჭერს ქართული ოცნება მხარს ქრისტიან-დემოკრატების რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას, მათ შორის, საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდას და უცხოელთათვის მიწების მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებას. თარგამაძემ მარგველაშვილს ასევე ჰკითხა, დაუჭერს თუ არა მხარს კონსტიტუციით ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრას.

"საარსებო მინიმუმის გაზრდა 150-დან 250 ლარამდე არის სუფთა პოპულიზმი იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ავამაღლოთ ის პენსიები, რომელიც არსეობს და არა ვეთამაშოთ პოპულისტურად სხვადასხვა რიცხვებს", - ასე დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა გიორგი თარგამაძისთვის პასუხის გაცემა, თუმცა, თარგამაძემ მას რეპლიკებით რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

"მაცალე, დამშვიდდი, ისედაც რომ გპასუხობ, ეგეც რამეა. ცოტა ხანი მოისვენე, თორემ მოგასვენებ", - ასე უპასუხა მარგველაშვილმა თარგამაძის რეპლიკას.

 

 

კომენტარები