შობადობისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა

ბოლო 4 წელიწადში სიკვდილიანობამ მოიმატა, შობადობამ კი იკლო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა ახალი ციფრები, რომელიც ასახავს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას. აღნიშნული მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში შობადობის კლებისა და სიკვდილიანობის მატების ტენდენციაა.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს დაიბადა 57 031 ბავშვი, 2011 წელს 58 014, 2010 წელს 62 585, ხოლო 2009 წელს იყო შობადობის პიკი 1990 წლის შემდეგ. 2009 წელს საქართველოში სულ 63 377 ბავშვი დაიბადა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, აღნიშნული ციფრი 2007 წლის შემდეგ იმატებს. თუ 2007 წელს საქართველოში გარდაიცვალა 41 178 ადამიანი, 2009 წელს 46 625, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2012 წელს მიაღწია 49 368-ს.

გარდაცვლილთა უმეტესობა, ისევე როგორც დაბადებულთა, მამრობითი სქესისაა.

კომენტარები