ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო კამპანია

ნინო ბურჯანაძე: ვიცით, რომ არჩევნებს ვიგებთ

ნინო ბურჯანაძე
primerinfo.com

პარტია დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ აჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა. როგორც ბურჯანაძემ ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, არავის მისცემს არჩევნების გაყალბების საშუალებას.

"ქვეყანას აღარასდროს ეყოლება ხელისუფალი, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ღირსებას შელახავს. მე მყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რისი დემონსტრირებაც აჭარაში დღეს ვნახეთ. შემიძლია ვთქვა, ვიცით, რომ არჩევნებს ვიგებთ. ჩვენ არც პირველი და არც მეორე ტურის არ გვეშინია. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმები ვერავინ გააყალბოს. დღეს შემოვიარე პრაქტიკულად ნახევარი აჭარა. ვიყავი ქედაში, შუახევში, ხულოში, სოფელ ღორჯომში. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა. აქ არც ერთი ადამიანი არ მოსულა მოტყუებით, დაძალებით ან რაიმე სხვა რესურსით. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც იმედი ბევრჯერ გაუცრუვდა, რომლებმაც ვერ დაინახეს სამართლიანობის აღდგენა, რომლთა ოჯახებში პირველი ოქტომბერი არ შევიდა. ისინი ელოდებიან 27 ოქტომბერს, რომ თავიანთი არჩევანი გააკეთონ", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები