აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები

აზერბაიჯანის სასამართლომ ილჰამ ალიევი პრეზიდენტად ოფიციალურად გამოაცხადა

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლომ ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოაცხადა. სასამართლომ დაამტკიცა ქვეყნის საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. 9 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ილჰამ ალიევს მოსახლეობის 84%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ჯამილ ჰასანლიმ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი.

ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტად ზედიზედ მესამე ვადით აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს მესამე ვადით მონაწილეობის უფლება 2009 წლის რეფერენდუმის შემდეგ მიეცა. ქვეყნის მოსახლეობის 87%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციური ნორმის შეცვლას, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა ზედიზედ მესამე ვადით ეკრძალებოდა.

კომენტარები