სირიის კონფლიქტი

კონფერენცია სირიის პრობლემაზე 23 ნოემბერს ჟენევაში დაიწყება

სირიის პრობლემის თაობაზე საერთაშორისო მოლაპარაკებების თარიღი გამოცხადდა. კონსულტაციები სირიის ხელისუფლების, ოპოზიციისა და საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით 23 ნოემბერს ჟენევაში დაიწყება. ამის შესახებ ეგვიპტეში ყოფნისას არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ალ არაბიმ განაცხადა.

უახლოეს დღეებში შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლები სირიის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან, რათა მოლაპარაკებებში მათი მონაწილეობის საკითხი განიხილონ. თავდაპირველად სამშვიდობო კონფერენცია ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, გასულო კვირაში მასში მონაწილეობაზე უარი სირიის ოპოზიცის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა.

სირიის კონფლიქტი 2011 წლიდან გრძელდება. სამოქალაქო ომმა უკვე 115 ათას ადამიანზე მეტი შეიწირა.

კომენტარები