2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს

Servicemen from the 31st battalion of Georgian Armed Forces attend a farewell ceremony at Vaziani military base outside Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. ავღანეთში, საარჩევნო უბნები ქართველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ და ამერიკულ ბაზებზე მოეწყო. 

ავღანეთში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 1500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ავღანეთში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. საარჩევნო პროცესმა ბაზებზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

დღეისათვის, ISAF-ის მისიაში, ჰელმანდის პროვინციაში, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონები მონაწილეობს.

კომენტარები