საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პრემიერი: ასოცირების ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას არ გაართულებს

france24.com/

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას დააჩქარებს. ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესს რუსეთი ხელს არ შეუშლის.

"გაოცებული ვარ რუსეთის პოზიციით, რომელიც ცდილობს ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციის გამომჟღავნებას, თუმცა, ამას ღიად ვერ აკეთებს. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გაართულებს, რადგან რუსეთი მალე დარწმუნდება, რომ ევროკავშირი არის საუკეთესო, დემოკრატიული და ცივილიზებული გაერთიანება და თავადაც შეეცდება მასში გაწევრიანებას", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, კარლ ბილდტსა და რადოსლავ სიკორსკის, დღეს შეხვდა.

კომენტარები