კბილაშვილი: საზოგადოებრივ კომისიას სამართლებრივი ძალის მქონედ არ აღვიქვამ

Archil Kbilashvili
Tabula

ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელ საზოგადოებრივ კომისიას სამართლებრივი ძალის მქონედ არ აღვიქვამ, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.

"ეს საზოგადოების უფლებაა. ასე რომ, მას არ აღვიქვამ როგორც სამართლებრივი ძალის მქონე კომისიას. ამ მხრივ, საქმე გვაქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ნებადართული კომისიის შექმნის წესთან", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 

ლაფანყურში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელიც 12 წევრისაგან შედგება. საზოგადოებრივ საბჭოში, უჩა ნანუაშვილის გარდა, არიან - სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორატ ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი.

კომენტარები