მიხილ ხუბუტია პუტინს

ხუბუტია პუტინს: სავიზო რეჟიმის შემოღების გამო ქართველები მადლიერი უნდა იყვნენ

primetimenews.ge

რუსეთში დაწყებული ნაციონალისტების გამოსვლების ფონზე, ვლადიმირ პუტინი ინტერნაციონალური ურთიერთობების საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტიაც ესწრებოდა. მან პუტინს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა. მათ შორის - კავკასიური პოლიტიკისა და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების გამო. ხუბუტიას თქმით, ამან ხელი შეუშალა ქართველების მასობრივ მიგრაციას რუსეთში.

"რომ არ შემოგვეღო სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, ალბათ იქ დარჩებოდა 500 000 ადამიანი, დანარჩენი კი რუსეთში გადმოსახლდებოდა. ისინი ამის გამო მადლიერი უნდა იყვნენ, თუმცა, ეს კარგად არ ესმით. ქართულმა ეკლესიამ, რომელიც აქ ფუნქციონირებს, ეკლესიაში პრეზიდენტ სააკაშვილის პორტრეტი ჩამოკიდა, ავრცელებდნენ რუსეთის და რუსი ხალხის საწინააღმდეგო პროკლამაციებს და ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, მათ, პრაქტიკულად, არ უშვებდნენ ეკლესიაში. მეც კი გამომაგდეს, მაგრამ მრავალრიცხოვანი წერილებით ჩვენი პატრიარქისა და სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით, ჩვენ ეს საკითხი მოვაგვარეთ. ამჟამად არა მხოლოდ  ქართველები დადიან ამ ეკლესიაში, არამედ აფხაზები, ოსები და, რა თქმა უნდა, რუსები. მინდა დავასრულო იმით, რომ ბატონი შევჩენკოს დახმარებით ფილმი, რომელიც პირველი არხით მთელმა რუსეთმა ნახა, რუსეთ-საქართველოს მეგობრობას ეძღვნებოდა, ჩვენ ის ვაჩვენეთ საქართველოშიც. პრემიერას 500 ადამიანი ესწრებოდა. თქვენ ერთხელ თქვით, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავითო, როცა განვაცხადე, რომ ეს თქვენი სიტყვები იყო, 500 ადამიანი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა", - თქვა ხუბუტიამ.

კომენტარები