შს სამინისტროს წლიური ანგარიში

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყების წლიური ანგარიში წარადგინა.

ანგარიშში საუბარია სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე პროცესებზე - სამინისტროს დეპოლიტიზება, სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.

ანგარიშში ასევე საუბარია კონსტიტუციური უსაფრთხოებისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტების (სოდ-ი) გაუქმების მნიშვნელობაზე სამინისტროს დეპოლიტიზების კუთხით.

"2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკანონმდებლო ბაზის დახვეწას. 2013 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო შსს-ს მიერ ინიცირებული ახალი კანონი "პოლიციის შესახებ", რომელშიც ზედმიწევნით გაიწერა მთელი რიგი საპოლიციო ღონისძიებები, რასაც წინა კანონი არ ითვალისწინებდა. განხილვის ეტაპზეა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი და "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი. შსს-ს მიერ შემუშავებულია "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. შემუშავებული კანონპროექტების ნაწილი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილველად, ნაწილი კი მზადდება წარსადგენად", - ნათქვამია ანგარიშში. 

 

კომენტარები