NBA 2013 წლის სეზონი

ფაჩულიამ და ბაქსმა ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხეს

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
sportall.ambebi.ge

გვიან ღამით, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მატჩები გაიმართა.

მილუოკი ბაქსმა, ჰარის ბრედლი ცენტრზე ნიუ იორკ ნიქსი მიიღო და 105-95 დაამარცხა.

21 წუთი ითამაშა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 24 ქულით კერონ ბატლერი გახდა.

გუშინვე ბრუკლინ ნეტსი ბოსტონ სელტიქსთან ანგარიშით 97:101 დამარცხდა. ქართველ თორნიკე შენგელიას, ტრავმის გამო არ უთამაშია.

კომენტარები