ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: ისე გავთავხედდი, საკუთარ თავზე ამდენს ვლაპარაკობ

0 კომენტარი
ფოტო: fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ტელეკომპანაი კავკასიის ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც მისი თქმით ქართულმა ოცნებამ მოახერხა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პრემიერი დავით აქუბარდიას გადაცემაში პრეზიდნეტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთა ერთად იმყოფებოდა.

"გიორგი, იცი რა არის ცუდი? ზოგჯერ მაქვს იმედგაცრუება. საოცრება მოხდა მართლა და ისე გავთავხედდი, საკუთარ თავზე ამდენს ვლაპარაკობ, სხვისგან ვერ ვხედავ და იძულებული ვხდები. აბსოლუტურად განსხვავებულ ხარისხში მოვედით, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა, რა იყო ერთი წლის წინ? რა ხდებოდა ოქტომბერში ხომ გახსოვთ? როგორ გადავალაგეთ, როგორ მოითმინა ხალხმა, როგორი კულტურული ხალხი ვართ, აი ამის იმედი მაქვს მე. ბევრს აგრესია აქვს ჩემზე, როცა ვამბობს, რომ არ გვინდა ამდენი დაჭერები, არ გვინდა სულ უკან ვიყუროთ, ძალიან ბევრს აგრესია ახრჩობს, მაგრამ ისინიც ითმენენ და გაგებით ეკიდებიან, ისინიც ხვდებიან, რომ არ შეიძლება ჩვენ მუდამ უკან ვიყუროთ. ამის სანაცვლოდ ჩვენ აღმშენებლობაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა და რაც შეიძლება მეტს უნდა ვაპატიოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მომავალის პერსპექტივა და იმედი გაჩნდა, თუმცა, პრემიერის მოსაზრებით, ქვეყნის განვითარებისთვის 1-2 წელი საკმარისი არ იქნება და ამისთვის მეტი მოთმინებაა საჭირო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები