აშშ-ის სატელეფონო მოსმენები

საფრანგეთი და გერმანია დაზვერვის შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებას გამართავენ

0 კომენტარი
ფოტო: dw.de

საფრანგეთი და გერმანია სადაზვერვო სამუშაოების შესახებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას გამართავენ. კანცლერ მერკელისა და პრეზიდენტ ოლანდის განცხადებით, ისინი წლის ბოლომდე ვაშინგტონთან დაზვერვასთან დაკავშირებით საერთო წესებზე შეთანხმდებიან.

მას შემდეგ რაც აშშ-ის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტები გავრცელდა, ამერიკის პრეზიდენტს სხვა ქვეყნების ლიდერებთან თავის მართლება უწევს.

"მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მეგობრებს, თანამოაზრეებს შორის, ვისთან ერთადაც ავღანეთში ვიბრძოდით, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებდით და არაერთი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე ერთმანეთის გვერდით დაიღუპა - მინდა რომ ვენდობოდე. მინდა მჯეროდეს, რომ ერთსა და იმავე ღირებულებებზე ვდგავართ. სამომავლოდ ბევრი რამე შესაცვლელია და ამას აუცილებლობას, ვფიქრობ, აშშ-ის პრეზიდენტიც ხვდება", - განაცხადა მერკელმა.

ბოლო დიპლომატიური სკანდალი მერკელის სატელეფონო საუბრების მოსმენას უკავშირდება, გერმანიის მთავრობის განცხადებით, კანცლერის ტელეფონი ამერიკის უშიშროების სამსახურის მიერ ისმინებოდა. ლე მონდის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით კი ირკვევა, რომ აშშ-ის დაზვერვა საფრანგეთის საქმიანი და პოლიტიკური წრეების ტელეფონების მოსმენასაც ახორციელებდა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები