მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ბექა ღვინიაშვილი

ლიუბლიანაში მიმდინარე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, დღეს რიგით მეხუთე ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. გუშინ, ტატამზე გამოსული სამივე ქართველი დამარცხდა, წინა დღეს კი ლერი ჭელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ბექა ღვინიაშვილმა, მეორე წრეში სლოვაკი არპად სზაკაცი იპონით დაამარცხა, შემდეგ კი რუს რამაზან მალსუიგენოვსა და სამხრეთაფრიკელ მიჩელ მარჩიტანსაც, ასევე იპონით სძლია.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება და ღვინიაშვილი პოლონელ პატრიკ ციეჩომსკის დაუპირისპირდება. 

დღეს ასევე იჭიდავეს ლაშა ტაველურმა და ბექა დონღვანმა, თუმცა პირველი პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას, მეორე კი მერვედფინალში გერმანელ გუტშესთან დამარცხდა.

 

კომენტარები