არჩევნები 2013

ეგზითპოლების შედეგები 20.00 საათისთვის გახდება ცნობილი

საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზითპოლები რუსთავი 2-სა და იმედის დაკვეთით ჩატარდება. ტელეკომპანიების განმარტებით, ეგზითპოლის შედეგები დღეს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.

რუსთავი 2-ის დაკვეთით ეგზითპოლს გერმანული კომპანია GFK ჩაატარებს. კომპანია საქართველოს მასშტაბით 100 საარჩევნო უბანზე 7 ათასამდე ამომრჩეველს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს.

იმედის დაკვეთით კი, ეგზითპოლს ACT ჯგუფი ჩაატარებს. ACT ჯგუფი საქართველოს მასშტაბით 120 უბანზე 18 ათასამდე პირის გამოკითხვას გეგმავს. იმედის ცნობით, ცდომილება 2-დან 4%-მდე იქნება.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

კომენტარები