არჩევნები 2013

კალაძე: ჩვენ დღეს მტკივნეულ 9 წელს წარსულს ჩავაბარებთ

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ჩვენ დღეს მტკივნეულ 9 წელს წარსულს ჩავაბარებთ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

კალაძის თქმით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს წერტილს დაუსვამს იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, "წარსულს ჩავაბარებთ იმ მტკივნეულ 9 წელს, რომლის დროსაც ქვეყანაში იყო განუკითხაობა, მუქარა, ადამიანების დაჭერა. ჩვენი გზა არის წინ ევროპისკენ და გამარჯვებისკენ. გვინდა, შევქმნათ თავისუფალი, დემოკრატიული, მშვიდი საქართველო, სადაც თითოეული მოქალაქის ინტერესი იქნება დაცული. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მხარდამჭერს, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად გაიარა ეს გზა" - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები