არჩევნები 2013

ეუთოს დამკვირვებლები: არჩევნების პროცესი წესების დაცვით მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობას საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე აფასებენ. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წევრის, პოლონეთის პარლამენტის წარმომადგენლის კრჟიშტოფ ლისეკის თქმით, არჩევნების პროცესი ამ დროისთვის წესების დარღვევის გარეშე მიმდინარეობს.

"პროცედურები კარგად სრულდება. საარჩევნო ადმინისტრაციები კარგად არის მომზადებული. ძალიან კარგია, რომ უკვე რვა საათზე ამომრჩეველიც მოსულია. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეებს სურთ არჩევნის გაკეთება" - ამბობს ლისეკი. 

ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენლის ჯოაო სუარესის თქმით კი, როგორიც არ უნდა იყოს ქართველი ხალხის პოლიტიკური პოზიცია, საქართველო, დღესდღეობით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს მაგალითია.

"და იმისიც, თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანად გადავიდეს ძალაუფლება ერთი პარტიიდან მეორე პარტიის ხელში" - აღნიშნავს სუარესი. მისივე თქმით,  ამ დრომდე, კოლეგებთან ერთად მოინახულა თბილისის რამდენიმე უბანი და ყველაფერი წყნარად და წესების დაცვით მიმდინარეობს.

 

კომენტარები