არჩევნები 2013

თარგამაძე: ამ არჩევნებით შეიძლება საქართველოში ბოლშევიზმს წერტილი დაესვას

0 კომენტარი

ამ არჩევნებით შეიძლება საქართველოში ბოლშევიზმს წერტილი დაესვას - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო.

"გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არჩევნები, რომელმაც შეიძლება წერტილი დაუსვას საქართველოში ბოლშევიზმს. ამიტომ ყოველგვარი პათეტიკისა და რთული კომბინაციების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის არჩევნები იმის თაობაზე, თუ სად ვდგავართ, ეს არის არჩევნები იმის თაობაზე, თუ საით მივდივართ. ტრადიციებით ევროპისკენ სვლა არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების არჩევანი, ეს არის მთელი ქვეყნის არჩევანი. ამდენად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები