არჩევნები 2013

გიგი უგულავა: არჩევანი არა ემოციურად, არამედ პრაგმატულად გავაკეთე

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

საკუთარი არჩევანი მთაწმინდაზე, მეთხუთმეტე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა თბილისის მერმა გიგი უგულავამ. მისი თქმით, სასურველ კანდიდატს ხმა არა ემოციურად, არამედ პრაგმატულად მისცა.

"ეს არ არის ემოციური არჩევანი, ეს არის პრაგმატული არჩევანი ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის. რამდენიმე საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე, შესაბამისად ჩვენ ყველა ერთად დაველოდებით შედეგებს და ახალ პრეზიდენტთან ერთად ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას," - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები