არჩევნები 2013

გიგაური: ივანიშვილის და წულუკიანის განცხადებები მარგველაშვილზე კანონიერი იყო

transparency.ge

ბიძინა ივანიშვილისა და თეა წულუკიანის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებული განცხადება აგიტაცია არ იყო - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.
 გიგაურის თქმით საარჩევნო უბანზე აგიტაცია იკრძალება, მაგრამ თუკი პრემიერმინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა აზრი საარჩევნო უბნის გარეთ დააფიქსირეს, ეს არ არის კანონდარღვევა.  

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხმა კოჯრის ქუჩაზე მდებარე № 4 საარჩევნო უბანზე მისცა. "რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ და საქართველოს მომავლის სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი და ხმა მივეცით მთელმა ოჯახმა"  - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით კი მან, მარგველაშვილის სახით,  ხმა ქვეყნის წინსვლას მისცა. "მე ხმა მივეცი ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეროვნული უსაფრთხოების გამყარებას და შესაბამისად, ხმა მივეცი გიორგი მარგველაშვილს" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები