არჩევნები 2013

მინაშვილი: ადამიანებს აიძულებენ საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღონ

0 კომენტარი
ფოტო: რადიო "თავისუფლება"

კონკრეტულ ადამიანებს აიძულებენ საკუთარ საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღონ და ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს აჩვენონ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

მინაშვილის თქმით ხელისუფლება არჩევნების რეალური შედეგების შეცვლას ცდილობს, რათა საკუთარი კანდიდატი გამარჯვებულად პირველივე ტურში გამოაცხადოს. 
"არჩვენები სულ რამდენიმე საათის დაწყებულია და როგორც გვაქვს ინფორმაცია, ძალიან სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს შეცვალოს ის შედეგი რომელიც საზოგადოებაში რეალურად არსებობს. მოლოდინი იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" პირველ ტურში გაიმარჯვებს, არის მხოლოდ მითი, ეს კარგად იკვეთება და სწორედ ამიტომ არის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც" - აღნიშნა მინაშვილმა. 

მისი თქმით არჩევნები სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს. "ასევე ზეწოლა ხდება მასწავლებლებზე და სხვადასხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანების თავისუფალ აზრზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს"  - განაცხადა მინაშვილმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები