არჩევნები 2013

მერაბიშვილმა და ახალაიამ არჩევნებში საკუთარი აზრი დააფიქსირეს

www.ipn.ge

ყოფილა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს - ამის შესახებ "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა.  

ჩაჩავას ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლები აღნიშნული პირების მიერ ხმის მიცემის პროცედურას არ დასწრებიან, თუმცა მათთვის ცნობილია, რომ მერაბიშვილმა, ახალაიამ და მელნიკოვმა ხმის მიცემა ყოველგვარი ხარვეზისა და შეფერხების გარეშე მოახერხეს. 

მისივე ცნობით, გლდანის, ე.წ. მატროსოვის, რუსთავისა და ქუთაისის ციხეებში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თუმცა გლდანის მე-8 საპყრობილეში "ქართული ოცნების" 6 პლაკატი იყო გაკრული, რომელიც 14:00 საათზე დამკვირვებლების მითითების შემდეგ ჩამოიხსნა.

 

კომენტარები