ლუ რიდი გარდაიცვალა

71 წლის ასაკში The Velvet Underground-ის ლიდერი ლუ რიდი გარდაიცვალა

0 კომენტარი

71 წლის ასაკში The Velvet Underground-ის ფრონტმენი და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როკ მუსიკოსი ლუ რიდი გარდაიცვალა.

 გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლოა მუსიკოსის სიკვდილი 2013 წლის მაისში ჩატარებულ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას უკავშირდებოდეს.

ლუ რუდის ბენდი The Velvet Underground 1964 წელს ჩამოყალიბდა  და ხუთი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელმაც 50 წლის მანძილზე არაერთ მუსიკოსსა და ბენდზე უდიდესი გავლენა იქონია. ბენდის ალბომები The Velvet Underground & Nico, White Light/White Heat , The Velvet Underground და Loaded მუსიკის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომებად ითვლება.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დავით აქუბარდია

კომენტარები