არჩევნები 2013

მარგველაშვილი: მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს შევხვდი პატრიარქს

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. როგორც საქართველოს საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან და საქართველოში ყველაზე რეიტინგული ინსტიტუტის ლიდერმა საქართველოს მომავალზე ისაუბრეს. 

მისი თქმით, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში ყოველთვის ჰქონდა უწმინდესთან ურთიერთობის საშუალება. "გამარჯვება კი ბევრად დიდი პასუხისმგებლობაა და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს შევხვდი პატრიარქს. ჩვენ ვილაპარაკეთ საქართველოს მომავალზე", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილთან ერთად საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებოდა მისი ქალიშვილი და პარტნიორი მაკა ჩიჩუა.

კომენტარები