ბაჩო ახალაიას საქმე

სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას 3 წელი და 9 თვე შეუფარდა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლომ 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ახალაიასთან ერთად ბრალდებულ დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძეს და მეგის ქარდავას, რომლებიც ძებნილებად ითვლებიან. თავდაპირველად განსაზღვრული სასჯელი 5 წელს შეადგენდა, თუმცა ამნისტიის შედეგად ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ, სასჯელმა 3 წელი და 9 თვე შეადგინა.

ბაჩო ახალაიას 2.3 წლით თანამდებობაზე დანიშვნაც შეეზღუდება და, ამავდროულად, დაეკისრება 4000-ლარიანი ჯარიმა, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებს. 

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულებს მეგის ქარდავას, დავით ჭაკუასა და რევაზ ჭარბაძეს ბრალი არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.

 

კომენტარები