19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში

19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატი ხელბურთში

27 ოქტომბერს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. ტურნირის მასპინძლობის კანდიდატი იყო ორი: საქართველო და ხორვატია. კონგრესმა მოიწონა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის განაცხადი, რომლის მიხედვითაც 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს ოთხ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. 

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტის სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში (2000 ადგილი) ქუთაისსა (3-4 ათასი) და ბათუმში (5-6 ათასი).

ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 24 გუნდი მონაწილეობს, საქართველო, როგორც ტურნირის მასპინძელი, შეჯიბრებაში შესარჩევი ტურნირის გარეშე დაიშვება.

კომენტარები