გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: მე ვიქნები გარანტი, რომ პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება

საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო რადისონში ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ პოლიტიკური ზეწოლა არ დაიწყება, მაგრამ სამართლებრივი დევნის საკითხი მის კომპეტენციას სცილდება.

"პრეზიდენტს არ გააჩნია არავითარი საპროკურორო უფლებამოსილება. მე შემიძლია სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება, არც განხორციელებულა აქამდე. ამის მორალური და პოლიტიკური გარანტი, შემიძლია ვთქვა, რომ ვიქნები მე. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ დევნას, ეს არის თემა, რომელიც ჩემი კომპეტენციის გარეთ არის. მე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური დევნა - ეს არ არის თანამედროვე ევროპული სახელმწიფო და ეს არ იქნება საქართველოში, მაგრამ სამართლებრივი სახელმწიფო - ეს არის, რაზეც აშენდა შეერთებული შტატებიც და ევროპაც. ბუნებრივია, ეს არის ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები