არჩევნები 2013

რუსეთის პატრიარქმა კირილმა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობა მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. ეს გამარჯვება მოწმობს ქართველი ხალხის ნდობას თქვენი და თქვენი პროგრამის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ თქვენი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება დაეხმარება ქვეყანას განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებაში. ასევე, თქვენი პრეზიდენტობა ახალ ფურცელს გადაშლის რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში", - ნათქვამია კირილის წერილში.

რუსეთის პატრიარქი აღნიშნავს, რომ რუსი და ქართველი ხალხი ერთმორწმუნე ერებია და ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან საერთო სულიერი და ზნეობრივი, ასევე კულტურული ფასეულობებით. 

პატრიარქ კირილის მილოცვა რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

 

კომენტარები