მერაბიშვილის სასამართლო პროცესი

დღეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი გაგრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

ე.წ. ფიქტიური დასაქმებების საქმეზე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა მერაბიშვილი სასამართლო პროცესს.
ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილს ვირუსი ჰქონდა და ამჟამად მისთვის უცნობია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ადვოკატის თქმით, დღევანდელი პროცესი მოწმეთა დაკითხვის ეტაპით გაგრძელდება და სასამართლოს ჩვენებებს ბრალდების მხარის მოწმეები მისცემენ. 

"3969 მოწმიდან ბრალდების მხოლოდ 14 მოწმეა დაკითხული, რომელთა ჩვენებებით არც ვანო მერაბიშვილი და არც ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავეები არ არიან. მოწმეები სასამართლოზე საპირისპიროს ამბობენ და მიკვირს კიდეც, რატომ მოჰყავს ისინი ბრალდებას სასამართლოში", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები