არჩევნები 2013

საგანელიძე: მარგველაშვილი ისტორიაში შევა, როგორც საუკეთესო პრეზიდენტი

interpressnews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით საგანელიძის აზრით, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც საუკეთესო პრეზიდენტი.

“მინდა გიორგი მარგველაშვილს მივულოცო არჩევნებში ღირსეული გამარჯვება. ის იქნება გამორჩეული პრეზიდენტი თავისი ხალხისთვის. ალბათ, ის ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო პრეზიდენტი”, - თქვა საგანელიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

საგანელიძის თქმით, საქართველომ, ”უპრეცედენტოდ დემოკრატიული” არჩევნები ჩაატარა. “ამან ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი უნდა გაზარდოს”, - თქვა საგანელიძემ.

კომენტარები