MODESELEKTOR თბილისში

16 ნოემბერს თბილისში MODESELEKTOR დაუკრავს

lestrabiques.com

16 ნოემბერს თბილისში მთაწმინდის პარკში, Underwheel club-ში MODESELEKTOR დაუკრავს.

ბერლინში დაარსებული ელექტრო დუეტი, თანამედროვე გერმანული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად ითვლება.  MODESELEKTOR-მა პოპულარობა როგორც თავისი დამოუკიდებელი ალბომებით, ასევე MODERAT-ის (MODESELEKTOR და Apparat) სახელის ქვეშ შექმნილი ნამუშევრებით მოიპოვა. დუეტი 2005-2011 წლებში ტომ იორკთან ერთად მუშაობდა, Radiohead-ის ვოკალისტი, Modeselektor-ს თავის ერთ-ერთ ფავორიტ ელექტრონულ ჯგუფად მოიხსენიებს.

MODESELEKTOR-ს Tbilisi Open Air 2013-ზეც უნდა დაეკრა, თუმცა მათი გამოსვლა არ შედგა. 

კომენტარები