კერძო იპოთეკის ხელშეკრულება

კერძო იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო გახდება

justice.gov.ge

კერძო იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო გახდება. აღნიშნული ცვლილება სამოქალაქო კოდექსში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში და ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონში შედის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძო იპოთეკის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერიც განისაზღვრება.

“საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი იქნება წლიური 2,5%, ხოლო ყოველთვიური – ამ მაჩვენებლის მეთორმეტედი ნაწილი. 2,5% აითვლება საშუალო საბანკო წლიური განაკვეთიდან. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში გარკვეული სიახლეებია იმისთვის, რომ ცოტა მეტი შვება მიეცეთ იმ პირებს, რომელთა მიმართაც აღსრულება ხდება. მათ შეუძლიათ წინსმწრები აუქციონის მოთხოვნა, სადაც საწყისი საბაზრო ფასის ლიმიტი არ იქნება. სეკვესტრის შემთხვევაში შესაძლებელია ალტერნატიული აღსრულების საშუალებების მოთხოვნაც”, - თქვა ბარამიძემ.

კომენტარები