343 ნაბიჭვრის მანიფესტი მეძავების დასაცავად

343 ნაბიჭვრის მანიფესტი: არ შეეხოთ ჩვენს მეძავებს

causeur.fr

წიგნის 99 ფრანკის ავტორი ფრედერიკ ბეგბედერი, რეჟისორი ნიკოლას ბედო და მათი თანამოაზრეები ნოემბერში პეტიციას სახელწოდებით ”არ შეეხოთ ჩვენს მეძავებს” გამოაქვეყნებენ.

 343 ნაბიჭვრის მანიფესტის ფრთის ქვეშ შექმნილი პეტიცია პროსტიტუციის კლიენტების დასჯას მიუღებელსა და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას უწოდებს.

 პეტიციის ავტორების თქმით ისინი პროსტიტუციას არ იცავენ, არამედ ადამიანის თავისუფლების სადარაჯოზე დგანან.

”მნიშვნელობა არ აქვს მორწმუნენი ვართ თუ აგნოსტიკები. ზოგიერთი ჩვენგან ნამყოფია მეძავთან, ზოგი ახლაც დადის და მომავალშიც მივა და ჩვენ ამის არ გვრცხვენია. ჰომოსექსუალი თუ ჰეტეროსექსუალი, მონოგამი თუ პოლიგამი, ერთგული თუ მერყევი - ჩვენ მამაკაცები ვართ და ამის გამოა რაც იმედგაცრუებას ვგრძნობთ, არც ავადმყოფები ვართ და არც ფსიქოპატები. ჩვენ გვჯერა რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გაყიდოს მისი გარეგნობა, თუ ეს მას სურს.” - ნათქვამია 343 ნაბიჭვრის მანიფესტში.

 ბეგბედერი და მისი თანამოაზრეების განცხადებით ისინი გმობენ ძალადობას და იმედი აქვთ, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები უფრო მეტი ძალებით იზრუნებენ სუტენიორების წინააღმდეგ.

 ”ჩვენ გვიყვარს თავისუფლება, ლიტერატურა და პირადის ხელშეუხებლობა და როდესაც სახელმწიფო ”ზრუნავს ჩვენზე” სამივე საფრთხეშია. დღეს პროსტიტუცია, ხვალ პორნოგრაფია: რა გველის შემდეგ ?. ერთად ჩვენ საჯაროდ ვაცხადებთ: არ შეეხოთ ჩვენს მეძავებს!” - ნათქვამია პეტიციაში.

343 ნაბიჭვრის მანიფესტს ქალთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ანა ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკის განცხადებით პეტიციაში მისი აღშფოთება პროსტიტუციის დამცველთა მცირე ჯგუფმა კი არ გამოიწვია არამედ იმან, რომ მანიფესტი თავისუფლების სახელითაა დაწერილი.

”ჩვენი ეპოქის სამება გამოხატვის თავისუფლება, ხელშეუხებლობისა და საკუთარი არჩევანის უფლებაა, რომელიც ერთი სლოგანის ქვეშ - ეს ჩემი არჩევანია, ერთიანდება. ეს ”ჩემი” თავისუფლების საყრდენებია, რომელსაც საზღვრები არ აქვს” - წერს ზელინსკი.

პეტიციაში არ შეეხო ჩემს მეძავს თავისუფლება ეშმაკური ხელით, მოხერხებულადაა გამოყენებული დეფაქტო მონობის დასაცავად. ზელენსკის აზრით ეს პეტიცია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული კინკლაობის ნაწილია.

”გინდა იყო თავისუფალი? იყავი. მე ხელი არ მეშლება მეძავებთან სიარულში. ქალი მონები, მე ეს მომწონს. ისინი არაფერს მეკითხებიან , ისეთს მიღებენ როგორიც ვარ, ეს არის მთელი მუღამი. ქალები დაიღალნენ იმით, რომ ისეთები ჰგონიათ როგორებიც სინამდვილეში არ არიან. წადით! ჩვენ ახალი თამაში უნდა გამოვიგონოთ” - მოუწოდებს ზელენსკი მანიფესტის ავტორებს.

 

 

კომენტარები