თბილისის მერის იმპიჩმენტი

გაბუნია: თბილისის მერის იმპიჩმენტი შესაძლებელი უნდა გახდეს

ghn.ge

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ თქვა, რომ თბილისის შესახებ კანონში უნდა გაჩნდეს მუხლი, რომლითაც არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ თბილისის მერის იმპიჩმენტიც იქნება შესაძლებელი.

გაბუნია ზემოაღნიშნული ცვლილების აუცილებლობას კანონპროექტში ემხრობა, თუმცა მისივე თქმით, თბილისის საკრებულოშიც არიან ისეთი წევრები, რომლებიც თვლიან, რომ თბილისის მერის იმპიჩმენტის მუხლი თვითმმართველობის ახალი არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

"დედაქალაქის მერი საქართველოში არის ერთადერთი თანამდებობა, რომლის იმპიჩმენტის განხორციელება შეუძლებელია და ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ. 

კომენტარები