აშშ-ის სატელეფონო მოსმენები

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ გაეროს ვიდეოკონფერენციებსაც უსმენდა

0 კომენტარი

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური გაეროს ვიდეოკონფერენციებსაც უსმენდა.

გაეროს პრესმდივანმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაციის კომუნიკაციების მოსმენებს არ განახორციელებს.

სატელეფონო მოსმენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ეხმაურება. მისი თქმით, მოსმენების შესახებ მსოფლიო ლიდერებმა მანამდეც იცოდნენ.

სკანდალთან დაკავშირებით ვაშინგტონში ევროპარლამენტის სპეციალური დელეგაცია იმყოფება. მათი განცხადებით, მეგობრებს შორის შპიონაჟი მიუღებელია და თუ ეს ხდება, უნდა არსებობდეს ამის მყარი საფუძველი.

მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ამერიკის დაზვერვა სატელეფონო მოსმენებს ვატიკანშიც ახორციელებდა. 

სატელეფონო მოსმენების შესახებ ინფორმაციამ, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მიერ გავრცელებულ საიდუმლო დოკუმენტებს ეყრდნობა, ევროპაში საზოგადოებრივი აგრესია და ამერიკა-ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები