NBA 2013 წლის სეზონი

ზაზა ფაჩულია NBA-ს ორმაგი დუბლით დაუბრუნდა

ზაზა ფაჩულია ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ
nba.com

ზაზა ფაჩულია ორმაგი დუბლით დაბრუნდა. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველ ოფიციალურ მატჩში, ქართველი ცენტრის მილუოკი ბაქსი სტუმრად, ნიუ იორკ ნიქსს შეხვდა და 83:90 დამარცხდა.
ფაჩულია ვისკონსინური გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, მის ანგარიშზე 13 ქულა, 11 მოხსნა და 3 გადაცემაა.

მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე, ბაქსი ბატლერის სამქულიანის წყალობით ერთი ქულით დაწინაურდა, თუმცა მალევე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კარმელო ენტონიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 90:83

კომენტარები