უძრავი ქონების ბაზარი

უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციები 31.3%-ით შემცირდა

2013 წლის სექტემბერში უძრავი ქონების ბაზარზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 31.3%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გასცემს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2013 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 1.6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში მეორადი ბაზარი გაიზარდა 4.7%-ით, ხოლო პირველადი - 10.7%-ით შემცირდა. თუ პირველადი და მეორადი ბაზრების მონაცემებს წინა წლის სექტემბრის მაჩვენებლებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ორივე ეს ბაზარი შემცირებულია: მეორადი - 18.9%-ით, ხოლო პირველადი - 60.2%-ით.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თა­ნა­ფარდობას, წინა წლის სექტემბერთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2013 წლის სექ­ტემ­ბერში გან­ხორციელებული სარეგისტრაციო ტრან­ზაქ­ციების 82.5%-ს მეორადი, ხოლო 17.5%-ს - პირველადი სა­რე­გის­ტრა­ციო ტრან­ზაქ­­ცი­ე­ბი შეად­გენ­­დ­ნენ მაშინ, როცა 2012 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 69.8% და 30.2% იყო.

კომენტარები