ბაჩო ახალაიას საქმე

გიორგი ონიანი: ადვოკატების პოზიციაა, რომ ახალაიამ პრეზიდენტს შეწყალება სთხოვოს

epn.ge

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის განცხადებით, ადვოკატებს სურთ, რომ ახალაიამ ციხის ბუნტის საქმეზე პრეზიდენტს შეწყალება სთხოვოს.

"ადვოკატების პოზიციაა, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ შეწყალება. ჩვენ გვგონია, ბაჩო ახალაიას არ ექნება არანაირი მორალური წინააღმდეგობა, რომ ქურდების საქმეზე პრეზიდენტმა შეიწყალოს. ჩვენ დაველაპარაკებით ახალაიას და თუ მისი თანხმობა გვექნება, უახლოეს პერიოდში მივმართავთ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით", - ამბობს გიორგი ონიანი ტაბულასთან საუბარში. 

ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაია უკვე მეორედ გაამართლა. ჯერჯერობით, მას გამამტყუნებელი განაჩენი ერთ საქმეზე გამოუტანეს, რომელიც ე.წ. ციხის ბუნტს ეხება. გარდა ამისა, ახალაიას ცოტა ხნის წინ შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის საქმეზე. შესაბამისად, ყოფილმა მინისტრმა რომც ისარგებლოს პრეზიდენტის შეწყალებით, ის ციხეს მაინც ვერ დატოვებს. 

კომენტარები