ნორლანდისა და ბაქრაძის შეხვედრა

ნორლანდი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმთავრესი ოპოზიციური პარტიაა

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/tbilisi.usembassy

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დღეს ელჩი რიჩარდ ნორლანდი დავით ბაქრაძეს შეხვდა და არჩევნების შედეგი მიულოცა. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმთავრესი ოპოზიციური პარტიაა.

საელჩოს ცნობით, "ელჩი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე შეთანხმდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერ ორპარტიულ თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით, აგრეთვე მთავრობასთან იმ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას".

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდი 28 ოქტომბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა და არჩევნების მშვიდობიანად დასრულება მიულოცა. "ელჩმა ნორლანდმა აღნიშნა ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას ბევრი მიმართულებით მიაღწია. პრეზიდენტმა და ელჩმა გარდამავალ პოლიტიკურ პერიოდზეც ისაუბრეს".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები