აფხაზეთი

ანქვაბი-ლაკობას დაპირისპირება

აფხაზური რეჟიმის ლიდერმა აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ე. წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადააყენა. მათ შორის დაპირისპირების მიზეზი გალის ქართული მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების დარიგება გახდა, რის წინააღმდეგაც ლაკობა გამოდიოდა.

სექტემბერში აფხაზურმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის კანონიერება შემოწმდება და აფხაზური მოქალაქეობა იმ ქართველებს ჩამოერთმევათ, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამთ.

სოხუმში მიიჩნევენ, რომ ლაკობასთან დაპირისპირება ანქვაბს კარგს არაფერს მოუტანს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არძინბას თანამებრძოლი ლაკობა აფხაზეთში დარჩენილი ქართველების შევიწროების პოლიტიკას აგრძელებდა. თუმცა, დაპირისპირების მთავარი მოტივი შიდაპოლიტიკური ბრძოლაა.

 

კომენტარები