საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო

IPN: უშიშროების საბჭოს მდივნად ირინა იმერლიშვილი ინიშნება

financial.ge

როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, მას უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტის დაკავებაზე შეთავაზება მიღებული აქვს და თანხმობაც განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც 17 ნოემბრიდან გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, იგი დანიშნავს უშიშროების საბჭოს მდივანს. მე ეს შეთავაზება მიღებული მაქვს და თანხმობაც უკვე განვაცხადე", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერიას შეცვლის, რომელმაც განაცხადა, რომ პოსტიდან ინაუგურაციამდე გადადგება.

კომენტარები