უშიშროების საბჭოს მდივანი

ხიდაშელი: იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე საინტერესო იქნება

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

უმრავლესობოს წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნა საკანონმდებლო ორგანოსთვის დიდი დანაკლისი იქნება. 

"ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომიტეტის თავმჯდომარეა და პარლამენტის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი. ამიტომ, ყოველთვის ძალიან ცუდია, როცა ასეთი ადამიანები პარლამენტიდან მიდიან. მაგრამ ის არსად წასულა, მიდის უფრო საპასუხისმგებლო პოსტზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქალი იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე იმიტომ, რომ თვისობრივად ახალი ეტაპი იწყება ამ ორგანოსთვის ახალი საკონსტიტუციო მოდელის ძალაში შესვლის შემდეგ და საინტერესო ექსპერიმენტი იქნება", - ამბობს ხიდაშელი.

ცნობისთვის, უშიშროების საბჭოს მდიბნის პოსტზე გიგა ბოკერიას ირინა იმერლიშვილი შეცვლის. იმერლიშვილის თქმით, მან შეთავაზება მიიღო და ამას დათანხმდა კიდეც. 

კომენტარები